11 ფაქტი კალკულატორის კლავიატურის შესახებ! - 27 მარტში 2011![]() ![]() ჩვეულებრივი კალკულატორის კლავიატურას ან თქვენი კომპიუტერის კლავიატურაზე მდებარე მარჯვენა ციფრულ ღილაკებს თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ რამდენიმე კანონზომიერებას: 1. ჰორიზონტალურად განლაგებული ციფრების (ზევიდან) 1 რიგის შესაბამის რიცხვს [7][8][9] თუკი გამოვაკლებთ მე-2 რიგის შესაბამისს [4][5][6] მივიღებთ 333-ს, ასევე იქნება თუ მე-2 რიგისას გამოვაკლებთ მე-3 რიგისას! 2. თუ იგივეს ვერტიკალურადაც (მარცხნიდან-მარჯვნივ) გაიმეორებთ მიიღებთ 111-ს! 3. მაგ: [9][6][3]-[8][5][2] 4. რომელიღაცა ორნიშნა რიცხვების სხვაობა ყოველთვის 27, 198 ან 594-ის ტოლია. 5. ზოგიერთი ჯამი ყოველთვის იყოფა 11-ზე! 6. თუკი [5]-იანის გარშემო ერთმანეთის მოპირდაპირედ ან დიაგონალზე მდებარე ციფრებს შეკრიბავთ ყოველთვის მიიღებთ 10-ს! მაგ: [7]+[3]=10 ან [8]+[2]=10 7. თუკი თუკი იგივეს [5]-თან ერთად გაიმეორებთ ყოველთვის 15-ს მიიღებთ! 8. ჰორიზონტალურად განლაგებული ციფრების შესაბამის რიცხვის შებრუნებულ ვარიანტს თუ გამოვაკლებთ განლაგებული ციფრების შესაბამის რიცხვს ყოველთვის მიიღებთ 198-ს! 9. მაგ: [9][8][7] – [7][8][9] = 198. [6][5][4] – [4][5][6] = 198. 10. თუ ვერტიკალურად განლაგებულ ციფრთა შესაბამის რიცხვს (ზევიდან-ქვევით) გამოვაკლებთ მის შებრუნებულ ვარიანტს ყოველთვის მივიღებთ 594-ს ! 11. მაგ: [9][6][3] – [3][6][9] = 594. წიგნიდან ”აზრის ჯაჭვი” © გამომცემლობა ”ინტელექტი” ავტორი: ჯემალ კიკნაძე უყურე ონლაინში: 11 ფაქტი კალკულატორის კლავიატურის შესახებ! იმედია მოგეწონებათ :)
| ონლაინ მთველელბი |