ანეკდოტების კრებული - 2 მაისში 2011![]() ![]() მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს: - ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა. - არა უშავს, რომ მოვა ავდგები. * * * * * * * * * * * * * * * * * * პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე: – მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს? – შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან. მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში: – მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება. * * * * * * * * * * * * * * * * * * ორი ტიპი საუბრობს: – უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ. – კი, საგიჟეში. * * * * * * * * * * * * * * * * * * ზღარბი სარკეში იხედება და თან მღერის: – ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს… * * * * * * * * * * * * * * * * * მეგრელი ტელევიზორში მოისმენს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდანო: - ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს! მეორე დღეს მისმინა, დაუჭერიათო: - ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო! * * * * * * * * * * * * * * * * * ერთი მონადირე მივა მეორესთან სტუმარად და ხედავს, დათვის ტყავს კედელზე. – შენ მოკალი? – ხო. – რამდენი ტყვია ესროლე? – ხუთი. -რამდენი მოარტყი? – ვერცერთი. – მაშ როგორ მოკალი? – სიცილით მოკვდა. * * * * * * ** * * * * * * * * * * მასწავლებელმა დაიბარა მოსწავლის მშობელი: – თქვენმა შვილმა მაგიდაზე ბუზი დამიხატა და კინაღამ ხელი მომატეხინა. -ეგ რა არის, სააბაზანოში ისეთი ნიანგი დამიხატა, რომ შეშინებული დახატულივე კარიდან გამოვვარდი! * * * * * * * * * * * * * * * * * * დედა ეჩხუბება თავის 5 წლის ბიჭს: – ისევ ახალი შარვლით ჩავარდი გუბეში. – დედიკო, ისე სწრაფად ჩავვარდი, რომ გახდა ვერ მოვასწარი. – თავი იმართლა ბავშვმა. * * * * * * * * * * * * * * * * * * * – როგორ ფიქრობთ, როგორი კუბო სჯობია? – ძნელი სათქმელია, – პასუხობს გამყიდველი – თუთიის(ცინკის), რა თქმა უნდა, დიდხას ძლებს, მაგრამ… ხის ნაკეთობები, როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვისა კარგი. * * * * * * * * * * * * * * * * * * * – გუშინ ორი ბოთლი არაყი დავლიე. – მარტომ. – არა, ხინკლებთან ერთად. უყურე ონლაინში: ანეკდოტების კრებული იმედია მოგეწონებათ :)
| ონლაინ მთველელბი |