new warez_click
საიტზე ძებნა
 







რა მოუვა პროცესორს თუ არ გავაგრილებთ? - 21 მაისში 2011

 სტატიები
რა მოუვა პროცესორს თუ არ გავაგრილებთ?



დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ექსპერიმენტს პროცესორების მიერ სითბოს გამოყოფასთან დაკავშირებით. ექსპერიმენტები მოვიძიეთ YouTube-ს ვიდეო პორტალზე. მომავალში ჩვენც შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ ჩატარებუილი მსგავსი ექსპერიმენტების ამსახველ ვიდეო კლიპებს. მაშ ასე პირველი ექსპერიმენტი ეს არის იმის ჩვენება თუ რა მოუვა პროცესორს თუ იგი არ გაგრილდება…. საკმაოდ მხიარული ექსპერიმენტია….


შემდეგი ექსპერიმენტი მსგავსი შინაარსისაა, განსხვავება ერთია, არანაირი ტერაქტები და ბათქა-ბუთქი, მხოლოდ და მხოლოდ კვამლი პროცესორის მოტვლეპილი თავიდან . ესეც ვიდეო:


მემგონი ეს ორი ვიდეო დამაფიქრებელია…. წარმოიდგინეთ ერთხელაც (ღმერთმა დაგიფაროთ) კომპიუტერთან მუშაობისას, უეცრად ქულერი გაჩერდეს ისე რომ თქვენ ვერ გაიგოთ…. ამ დროს თქვენ გამწარებული ზიხართ და ვორდში რაღაცას კრეფთ… ნელნელა გრძნობთ რომ ჰაერი დამძიმდა, დამწვრის სუნი მოგდით მაგრამ ვერ ხვდებით საიდან… წამით ჩერდებით, ყნოსვას ძაბავთ და ცდილობთ გაარკვიოთ საიდან მოდის სუნი…. ნესტოების უშედეგოდ დაბერვის შემდეგ ხელს ჩაიქნევთ და განაგრძობთ მუშაობას, ფიქრობთ რომ თქვენი მეზობელი წვავს რამეს…. გადის რამდენიმე წამი და კომპიუტერი იწყებს ჭედვას, სუნი მძაფრდება…. მაშინ კი ხვდებით რომ კეისში რაღაც ვერ არის…. სკამს განზე წევთ და იხრებით კეისისკენ…. ყნოსვით ნელნელა უახლოვდებით და ბახ! კეისიდან შავი ბოლი გამოდის, მონიტორზე გამოსახულება ქრება… წამიერად მირბიხართ შტეფსელთან და პროცესორს დენიდან თიშავთ… გუგახეთქილი მიდიხართ კეისთან და ხსნით მას… გაჭვარტლულ თავსახურს გვერძე დებთ. ბოლში და მავთულხლართებში ცდილობთ გაარკვიოთ რა მოხდა… ამ დროს კი წარმოგიდგებათ ტრაგიკული სურათი… გამურული მაზერბორდი…. გაღუნული ალუმინის რადიატორი და პროცესორზე მიმდნარი ვენტილატორი… თუ გინდათ რომ ასეთი თავგადასავალი არ გადაგხდეტ, მიაქციეთ ყურადღება გაგრილების სისტემას… ყოველი ჩართვისას დაუყურადეთ ქულერებს, პირნათლად ასრულებენ თუ არა სამუშაოს… თუ თქვენს კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ თქვენი პროცესორის ტემპერქტურა, მაქსიმალურად აკონტროლეთ ის… დააკვირდით თუ ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს სცადეთ შეიძინოთ ახალი, უფრო ძლიერი ქულერი და თუ ესეც არ დაგაკმაყოილებთ მაშინ გააკეთეთ ის რასაც შემდეგ ვიდეოში ნახავთ…. წარმატებებს გისურვებთ!


დღეისათვის სულ ეს იყო…. გმადლობთ ყურადღებისათვის…

უყურე ონლაინში: რა მოუვა პროცესორს თუ არ გავაგრილებთ?
იმედია მოგეწონებათ :)

ტოპ სიახლეები

    TOP NEWS

    Video2Webcam
    The Fast And The Furious 5 (2011/ENG/TS) ფორსაჯი 5
    Pro Evolution Soccer 2010 (2009/PC/Repack)
    What Is Love?