როგორ მოვტეხოთ ვიდეო YouTube-დან? - 19 აპრილში 2011![]() ![]() შესავალი ალბათ ყოველი თქვენგანის თვალებს უნახავს და ინტერნეტ ბრაუზერს გაუხსნია
YouTube-ს საოცარი ვებგვერდი… ყოველ თქვენგანს მოსწონებია ამ საოცარ
ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე ვიდეო, გასჩენია სურვილი ჩამოექეჩა ეს
ვიდეო თავის კომპიუტერზე, თუმცა აქ გაჩერებულა… რატომ? იმიტომ რომ არ იცოდა როგორ ჩამოექაჩა. მითი და რეალობა შორეულ სამყაროში (სადამდეც ინტერნეტი წვდება) ერთი კეთილი პროგრამისტი,
ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში დაბოდიალობდა… ბერვი ბოდიალის თუ ცოტა
ბოდიალის შემდეგ მიადგა You Tube-ს მაღალ კარიბჭეს, შეაღო იგი და იხილა
სერვერი, გაძეძგილი ვიდეოს ზოდებით. გახარებულმა გადაწყვიტა თავი მოეყარა
რამდენიმე ვიდეოზოდისათვის და წამოეღო თავის ვინჩესტერზე. თუმცა შენც არ
მომიკვდე, ძვრაც ვერ უყო… ამით აღშფოთებული პროგრამისტი სასწრაფოდ
გამოეთიშა მედიტაციიდან (სინამდვილეში თავის ცისფერ მონიტორთან
ჩასძინებოდა) და სასწრაფოდ დაიწყო იმაზე ფიქრი როგორ მოეხსნა ვიდეოზოდები
YouTube-დან… დამშვიდდა, წამიერად ჩაფიქრდა… უცბად გაშეშდა, თვალები
გააფართოვა თითქოს რაღაცას მიხვდაო… მკვეთრი მოძრაობით მიიწია კლავიატურა,
გონება დაძაბა, აღმართა თბილი ხელები, მოემზადა და დაჰკრა თითები
კლავიშებს… პროგრამის შესახებ პროგრამის სახელია YouTube Downloader და შექმნილია ჩვენნაირი
იუზერებისთვის, რომელთაც YouTube-ს სერვერიდან რომელიმე ვიდეოს ჩამოქაჩვის
სურვილი გვაქვს… პროგრამის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან ან მოცემული ლინკიდან: პროგრამის ჩამოსაქაჩად დააჭირეთ აქ! უყურე ონლაინში: როგორ მოვტეხოთ ვიდეო YouTube-დან? იმედია მოგეწონებათ :)
| ონლაინ მთველელბი |