მოკლედ დღეს მოგიყვებით როგორ "გავტეხე”
შედგენილი HTML Help ფაილი ანუ Compiled HTML Help file
(მოდით პირობითად შედგენილ HTML Help ფაილს უბრალოდ HTML Help ფაილი
დავარქვათ.) რომელშიც დაბლოკილი იყო ტექსტის კოპირება, ანუ ტექსტს ვერ
მონიშნავდით და მითუმეტეს ვერც დააკოპირებდით იმიტომ რომ კონტესტური მენიუს
გამოტანაც აკრძალული ჰქონდა ამ პროგრამას. და ეს ყველაფერი javascript-ის
საშუალებით ხდებოდა.
არადა ის ინფორმაცია რომელიც ტექსტში იყო მოცემული როგორ მჭირდებოდა…..
ეს ფაილი ორი ფრეიმისაგან შედგებოდა: სტანადარტულად, ერთ ფრეიმში იყო მენიუ და მეორეში კი თვითონ ტექსტი.
ხოდა გადავწყვიტე ”ჰაკერობა” <<<
მეცადა (თუმცა ჰაკერობამდე ძალიან ბევრი მაკლია, და საერთოდ ჰაკერობა
მაინცდამაინც კაი საქმე არაა…) და გამეტეხა ის ფაილი, ანუ დაშვება
მომეპოვებინა ტექსტის კოპირებაზე.
ტვინი მოვიმარჯვე და დავიწყე.
პირველ რიგში დავფიქრდი რომ ეს იყო შედგენილი HTML Help ფაილი და
ამასთანავე ფრეიმებიანი. ე.ი. თითოეული ფრეიმი, იყენებდა ცალკე .html
ფაილს. ანუ საიდანღაც აიღებოდა მითითებული .html ფაილი და ჩაისმებოდა
მოცემულ ფრეიმში, მაგალითად მენიუს ფრეიმის შემთხვევაში იქნებოდა ასე:
1. ფრეიმში იქნებოდა მითითებული მენიუს HTML ფაილის მისამართი.
მაგ: D:\failebi\menu.html
2. ამის მერე ფრეიმი მიაკითხავდა ამ ფაილს.
3. მოხდებოდა ამ ფაილის ფრეიმში ჩვენება.
იმედია მიხვდი, თუ არა და თავიდან დაიწყე
ჩემი პრობლემის პირველი ნაწილი კი ის იყო რომ გამეგო რა მისამართზე აკითხავდა
მენიუს ფრეიმი – მენიუს ფაილს. ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე მივაგენი ასეთ რაღაცას.
”დავადუბლიწკაბე” ამ ”HTML Help ფაილზე” და გავხსენი.
სტარტ მენიუს გასწვრივ, გაშვებული პროგრამების ზოლში, მოვნახე მისი შესაბამისი
ღილაკი, ”მივამარჯვენაკლიკე” და გამოვიტანე მისი კონტესტური მენიუ
მკითხველების უმრავლესობა ალბათ იტყვის, ყოჩაღ! შენ ნამდვილი ჰაკერი
ხარ, რა მაგარი რაღაცა გიქნიაო, ამის მერე დახურავს ამ ფანჯარას და
რამდენიმე საუკუნე აღარ გახსნის მას,
მაგრამ მოიცა!
აქ ერთ ნიუანსს წავაწყდი, მენიუში მოცემული იყო ღილაკი ”Jump to URL…”.
მივაკლიკე ამ ღილაკზე და ჰოი საოცრებავ!
გამოვიდა პაწაწკინტელა ფანჯარა სადაც მოცემული იყო ორი სტრიქონი:
პირველიში მოცემული იყო მიმდინარე მისამართი ანუ იმ წუთას რა მისამართზე მიდიოდა მუშაობა.
მეორეში კი თავად უნდა ჩაგეწერათ რა მისამართზე გსურდათ გადასვლა და იქ მუშაობის გაგრძელება.
მიმიდინარე მისამართი მოცემული იყო დაახლოებით შემდეგი სახით:
mk:@MSITStore:C:\WINDOWS\temp\***.chm::/INDEX.HTML
აქედან C:\WINDOWS\temp\ იყო იმ ჩვენი ”შედგენილი HTML Help ფაილის”
მისამართი.
*** არის ”HTML Help ფაილის” სახელი ანუ ***-ის მაგივრად ამ ფაილის სახელი ეწერა.
.chm არის ”HTML Help ფაილის” ფორმატი ანუ როგორც HTML-ის შემთხვევაშია .htm ; .html
INDEX.HTML-ი კი გახლავთ საწყისი გვერდის HTML ფაილი.
სწორედ ამ საწყის გვერდში იყო მოთავსებული მენიუს და ტექსტის ფრეიმები.
რა თქმა უნდა არ დავაყოვნე, დავაკოპირე მიმდინარე მისამართი სტარტ
მენიუდან გავუშვი Run ველი, ჩავაგდე კოპირებული მიმდინარე მისამართი და
თითი ვაჯახე Enter-ს.
ამ დროს ჩემდა გასაოცრად გამოვიდა ისევ ის პროგრამა რომლის გატეხვასაც
ვაპირებდი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ პროგრამა, Internet Explorer-ით
გაეშვა. ანუ მოხდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო INDEX.HTML-ი Internet
Explorer-ში გაიხსნა.
მაგრამ, მოიცა! მენიუს ჩარჩო (ფრეიმი) კი ჩანდა მაგრამ თვითონ მენიუ სად
გაქრა? აქ კი ტვინმა არ მიღალატა და გამახსენდა რომ მენიუ javascript-ში
იყო დაწერილი და აქ თავი იჩინა Internet Explorer-ის კონტენტ ბლოკერმა.
ალბათ ყველას გინახავთ ეს სერვისი. ის ახდენს Javascript-ის, flash-ის და
სხვ. ობიექტების ბლოკირებას, მათივე გაშვებისას.
მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ როცა საიტის, ან უბრალოდ HTML ფაილის
გაშვება ხდება ლოკალურად (კომპიუტერიდან) და არა ვირტუალური ან ინტერნეტ
სერვერიდან (მოკლედ თუ საიტს ინტერნეტში არ ათვალიერებთ და პირდაპირ
კომპიუტერში ხსნით მაშინ).
ხოდა აქ მოხდა სწორედ იმ Javascript-ის ბლოკირება (მენიუსთან ერთად:
მენიუ არ ჩანდა) რომელიც სისხლს მიშრობდა და არამცთუ ტექსტის კოპირების ან
მონიშვნის არამედ კონტესტური მენიუს გამოტანის საშუალებასაც არ მაძლევდა.
ე.ი. მომეცა საშუალება გამომეტანა კონტესტური მენიუ. არც აქ დავაყოვნე,
მივიყვანე კურსორი მენიუს ფრეიმთან და ”დავამარჯვენაკლიკე”
. გამოსულ მენიუში ამოვირჩიე Properties და დავაკვირდი გამოსულ
ფანჯარას. გამოსულ ფანჯარაში ვნახე პუნქტი Address (URL) და დავაკოპირე ამ
პუნქტში მოცემული მისამართი:
mk:@MSITStore:C:\WINDOWS\temp\***.chm::/left.html და ჩავაგდე
მისამართების ველში (თქვენ შეგიძლიათ ისევ RUN ველი გამოიყენოთ,
მნიშვნელობა არა აქვს)
და ისევ Enter-ს ვაჯახე თითი
.
ვაჯახე თითი და გამოხტა ჩვენი საყვარელი მენიუს ფანჯარა ოღონდ ისევ
კონტენტ ბლოკერის გამო მენიუ არ ჩანდა. მივაჭირე IExplorer-ის ფანჯარაში
გამოსულ კონტენტ ბლოკერის ზოლს და გამოსულ მენიუში დავაკლიკე [Allow
Blocked Content…]-ზე და აი შოუც! მენიუ გამოჩდა!
მივაჭირე მენიუში ერთერთ პუნქტს და მივიღე მისი შესაბამის ტექსტი ცალკე
გამოსულ IExplorer-ის ფანჯარაში. ისევ კონტენტ ბლოკერის მიერ დაბლოკილი
იქნა javascript-ი რომელიც არ მაძლევდა ტექსტის მონიშვნის და კოპირების
საშუალებას. შესაბამისად მომეცა საშუალება მომენიშნა და დამეკოპირებინა
ტექსტი.
ბოლოსიტყვა:
დავისახე მიზანი და მივაღწიე კიდევაც მას!
ნებისმიერ პრობლემას პირდაპირ ნუ შეერკინებით. შეხედეთ ამ პრობლემას გვერდიდან და გამოსავალიც თავისით მოვა 
ხოო.. ეს ჩემი სკუთარი აზრია…
ახლა კი უშუალოდ სტატიაზე… აქ მემგონი დასკვნა ერთია აქაც დაცვის სისტემას
პირდაპირ არ შევერკინე და IExplorer-ის საშუალებით გვერდი ავუარე მას.
ასე რომ ჯიგარი ვინმეა ეს IExplorer-ი.
ხოო.. ესეც ჩემი აზრია…